გამოყენების პირობები და კონფიდენციალურობის პოლიტიკა
წინამდებარე გამოყენების პირობები არეგულირებს თქვენს წვდომას ონლაინ სერვისებზე და თქვენ მიერ ამ სერვისებით სარგებლობას
1. პირობების მიღება
სხვა საიტებისა და სერვისების მსგავსად, აქაც მოქმედებს გარკვეული წესები და პირობები. ჩვენი სერვისების გამოყენებით თქვენ ეთანხმებით ჩვენთან არსებულ წესებსა და პირობებს. წინამდებარე გამოყენების პირობები („პირობები“) არეგულირებს თქვენ მიერ შპს „თეგეტა ეფრუვდის“ (ს/კ: 405522411) (ერთობლივად, „TegetaApproved“, „კომპანია“, „ჩვენ“, „ჩვენს“ ან „ჩვენი“), ონლაინ სერვისებსა და შეთავაზებებზე (ერთობლივად, „სერვისები“) წვდომას და გამოყენებას. წინამდებარე პირობები ვრცელდება ყველა სერვისზე, მათ შორის ნებისმიერ ვებგვერდზე ან მობილურ აპლიკაციაზე, რომელსაც ჩვენ თქვენთვის ხელმისაწვდომს ვხდით.
ყველა მითითება „თქვენ“ ან „თქვენი“, როგორც კონტექსტის შესაბამისად გამოიყენება, ნიშნავს პირს, რომელსაც აქვს წვდომა, რომელიც იყენებს და/ან რაიმე ფორმით მონაწილეობს სერვისებში, და ასევე თქვენს თითოეულ მემკვიდრეს, უფლებამონაცვლეს და სამართალმემკვიდრეს. თუ თქვენ სერვისებით სარგებლობთ სუბიექტის ან სხვა ფიზიკური პირის სახელით, თქვენ აცხადებთ და იძლევით გარანტიას, რომ თქვენ გაქვთ უფლებამოსილება, დაავალდებულოთ აღნიშნული სუბიექტი ან ფიზიკური პირი, თქვენ მიერ პირობების მიღება ჩაითვლება ამ სუბიექტის ან ფიზიკური პირის მიერ პირობების მიღებად და „თქვენ“ და „თქვენი“ შესაბამისად მიუთითებს ამ სუბიექტზე, მის დირექტორებზე, დასაქმებულებზე, თანამშრომლებსა და აგენტებზე.
2. ცვლილებების შეტანა წინამდებარე პირობებში
შეიძლება პერიოდულად მოგვიწიოს წინამდებარე პირობებში ცვლილებების შეტანა. ჩვენ არ მიგვაჩნია, რომ ჩვენ მიერ განხორციელებული ცვლილებების გამო თქვენ რაიმე პრობლემა შეგექმნებათ, მაგრამ უმეტესი ცვლილებების შემთხვევაში, თქვენ უნდა დაეთანხმოთ TegetaApproved-ის გამოყენების გაგრძელებას.
TegetaApproved იტოვებს უფლებას, თავისი შეხედულებისამებრ, ნებისმიერ დროს და წინასწარი შეტყობინების გარეშე შეცვალოს წინამდებარე პირობები და ნებისმიერი სხვა დოკუმენტი, რომელზე მითითებასაც მოიცავს წინამდებარე პირობები. TegetaApproved შეგატყობინებთ წინამდებარე პირობების ცვლილებების შესახებ TegetaApproved-ის გამოყენების პირობების ვებგვერდზე გამოქვეყნებით, შეტყობინების გამოგზავნით და/ან სხვაგვარად შეგატყობინებთ, როდესაც შეხვალთ თქვენს ექაუნთში. თუ სხვაგვარად არ არის ნათლად გათვალისწინებული, ცვლილებები ძალაში შევა: (ა) ცვლილებების სერვისებზე გამოქვეყნებიდან; (ბ) TegetaApproved-ის მიერ ცვლილებების შესახებ თქვენთვის შეტყობინების გადაცემიდან; ან (გ) თქვენ მიერ თქვენს ექაუნთში შესვლისას შეტყობინების სხვაგვარად მიღებიდან ოცდაათი (30) დღის შემდეგ, რომელიც უფრო ადრე მოხდება. ოცდაათი (30) დღის გასვლის შემდეგ თქვენ მიერ სერვისებით სარგებლობა წარმოადგენს თქვენს თანხმობას ცვლილებებზე. თუ არ ეთანხმებით, თქვენ ვერ გექნებათ წვდომა და ვერ ისარგებლებთ სერვისებით.
3. დამატებითი პოლიტიკები
კონფიდენციალურობის პოლიტიკა
3.1. TegetaApproved უზრუნველყოფს მისი კომპეტენციის ფარგლებში და მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე „თქვენი“ პერსონალური მონაცემების დაცვას.
3.2. „თქვენ“, როგორც პერსონალურ მონაცემთა სუბიექტი წინამდებარე „წესებსა და პირობებზე“ დათანხმების შემთხვევაში, თანხმობას აცხადებთ, და წინასწარ და ნებაყოფლობით უფლებამოსილებას ანიჭებთ TegetaApproved-ს „თქვენთვის“ „კომპანიის“ მომსახურების, „კომპანიაში“ დანერგილ სიახლეებთან და სპეციალურ შეთავაზებებთან დაკავშირებით, პირდაპირი მარკეტინგის მიზნებისთვის შეინახოს და დაამუშავოს რეგისტრაციის პროცესში გამოყენებული „მომხმარებლის“ პერსონალური მონაცემები („მომხმარებლის“ სახელი გვარი, პირადი ნომერი, ფაქტობრივი მისამართი, ტელეფონის ნომერი, ელექტრონული ფოსტის მისამართი) და „სისტემაში“ „მომხმარებლის“ მიერ განხორციელებული აქტივობები. აღნიშნული თანხმობა გაცემულად ითვლება „მომხმარებლის“ მიერ წინამდებარე „წესებსა და პირობებზე“ დათანხმების შემთხვევაში. ამასთან, „კომპანია“ ხსენებული მონაცემების შენახვას განახორციელებს იმ ვადამდე, სანამ „მომხმარებლის“ მხრიდან არ მოხდება სხვაგვარი მითითება წინამდებარე დოკუმენტითა და კანონმდებლობით განსაზღვრული წესით.
3.3. „მომხმარებელი“ უფლებამოსილია ნებისმიერ დროს მოსთხოვოს „კომპანიას“ მისი პერსონალური მონაცემების გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა ან განადგურება, პირდაპირი მარკეტინგის მიზნებისათვის გამოყენების შეწყვეტა კომუნიკაციის ნებისმიერი საშუალებით - ცხელ ხაზზე დარეკვით: (+595) 593 999 996, წერილობითი შეტყობინების შემდეგ მისამართზე გაგზავნით: ქ. თბილისი, ა. ბელიაშვილის ქ. N142, ან ელექტრონული ფოსტის მისამართზე:info@tegetaapproved.ge ელექტრონული შეტყობინების გაგზავნით, თუ ისინი არასრულია, არაზუსტია, არ არის განახლებული ან თუ მათი შეგროვება და დამუშავება განხორციელდა კანონის საწინააღმდეგოდ ან თუ „მომხმარებელს“ სურს მისი პერსონალური მონაცემების პირდაპირი მარკეტინგის მიზნებისათვის გამოყენების შეწყვეტა. ასეთ დროს „კომპანია“ ვალდებულია მონაცემთა სუბიექტის მოთხოვნის მიღებიდან 10 (ათი) სამუშაო დღის ვადაში გაასწოროს, განაახლოს, დაამატოს, დაბლოკოს, წაშალოს ან გაანადგუროს მონაცემები ან მონაცემთა სუბიექტს აცნობოს უარის თქმის საფუძველი.
სხვა ხელშეკრულებები
გარკვეული მომხმარებლების შემთხვევაში, რომლებიც ჩვენი სერვისებით ან მათი დახმარებით ახორციელებენ შესყიდვებს, გაყიდვებს ან სარგებლობენ დაფინანსების საშუალებებით, ასეთი გამოყენება შეიძლება ასევე დარეგულირდეს TegetaApproved-თან და/ან ჩვენს ერთ-ერთ მესამე მხარე პარტნიორთან დადებული ხელშეკრულებით. წინამდებარე პირობებსა და ასეთ ხელშეკრულებას შორის წინააღმდეგობის შემთხვევაში, უპირატესია ეს უკანასკნელი თქვენ მიერ ამ სერვისებით სარგებლობის ან ამ ტრანზაქციაში ჩართულობის თვალსაზრისით.